ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი და სენიორ მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატების შვიდგზის გამარჯვებული ნონა გაფრინდაშვილი დღეიდან კიდევ ერთი ტიტულისთვის ბრძოლაში ჩაებმება - იტალიის ქალაქ ასისში სენიორ მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება.
საქართველოს სახელით მსოფლიოს კონკურენციაში სულ სამი ვეტერანი მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას: სენიორ ქალთა შორის ევროპის მოქმედი ჩემპიონი სოფიკო ტერელაძე და სენიორ მამაკაცებში მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონი ზურაბ სტურუა.
ნონა გაფრინდაშვილმა ვეტერანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლო - მეშვიდე ტიტული 78 წლის ასაკში მოიპოვა, 2019 წელს 65 წელს ზემოთ ქალ მოჭადრაკეთა შორის.
მსოფლიოს ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით გაიმართება და 26 ნოემბერს დასრულდება.
ასევე ნახეთ ნონა გაფრინდაშვილი: „თუ რამე იყო მოსაგები, ყველაფერი მოგებული მაქვს“