ბენ უოლესი: ბრიტანეთი აძლიერებს უკრაინის დახმარებას ზამთრის პერიოდში

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი

დიდი ბრიტანეთი აძლიერებს უკრაინელ ჯარისკაცთა დახმარებას ზამთარში იმის ფონზე, რომ ახლოვდება საკვანძო მნიშვნელობის ბრძოლები ხერსონში და რუსეთის მობილიზებულ ჯარებს პრობლემები აქვთ ბრძოლის ველზე, განაცხადა 9 ნოემბერს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა.

როგორც Reuters-ი იტყობინება, უოლესი ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად აკვირდება უკრაინელ სამხედროთა წვრთნას სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში მდებარე ქალაქ ლიდში. ამასობაში დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინას დამატებით მიაწვდის 12 ათას საძილე კომპლექტს უკიდურესი ყინვების პირობებისთვის.