ლადო გამსახურდია: მოტივაცია ერთია - კავკასიის თავისუფლება

Your browser doesn’t support HTML5

„კავკასიის ლეგიონი" უკრაინაში ხუთი თვის წინ, ორგანიზაცია „მრგვალი მაგიდა, თავისუფალი კავკასიის“ მხარდამჭერებმა და წევრებმა შექმნეს. დანაყოფის დევიზია კავკასიის ერების თავისუფლება რუსეთის იმპერიისგან, კავკასიელი ერების ერთობა და მჭიდრო მეგობრული კავშირი; მიზანი კი რუსეთის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ კომპლექსური ბრძოლა და მსოფლიო მშვიდობის სადარაჯოზე ყოფნა.

„კავკასიის ლეგიონი" მეთაური ლადო გამსახურდია აფხაზეთი მკვიდრია. ოთხი წლის იყო, როდესაც გუდაუთა მშობლებთან ერთად დატოვა. ამბობს, რომ სახლ-კარი რუსებმა წაართვეს, მაშინ წინააღმდეგობა ვერ გაუწია, ახლა კი საშუალება მიეცა, მტერს უკრაინელებთან ერთად ებრძოლოს. მიუხედავად იმისა, რომ საბრძოლო გამოცდილება არ ჰქონდა, ომის დაწყებისთანავე, უკრაინაში მცხოვრებ 13 წლის ვაჟიშვილსა და ყოფილ მეუღლეს ჩააკითხა, ოჯახი სამშვიდობოს გაიყვანა და თავად საომარ მოქმედებებში ჩაება.