საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სექტემბერში ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეები მტკიცედ უჭერენ მხარს ქვეყნის ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრებას.
შეკითხვას, მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით ევროკავშირში საქართველოს გაწევრებას? - მოქალაქეები ასე პასუხობენ.
- 70% -სრულად უჭერს მხარს (მარტი - 74%);
- 15% - ნაწილობრივ უჭერს მხარს (მარტი - 14%);
- 3% - ნაწილობრივ ეწინააღმდეგება (მარტი - 4%);
- 7% - მტკიცედ ეწინააღმდეგება (მარტი - 6%);
- 5% - არ იცის (მარტი - 3%).
მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით საქართველოს NATO-ში გაწევრებას?
- 64% - სრულად უჭერს მხარს (მარტი 60%);
- 14% - ნაწილობრივ უჭერს მხარს (მარტი 15%);
- 5% - ნაწილობრივ ეწინააღმდეგება (მარტი 8%);
- 12% - მკაცრად ეწინააღმდეგება (მარტი 12%);
- 5% - არ იცის (მარტი 5%).
შეკითხვაზე, რომელს მიიჩნევთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკური პარტნიორად? - 51% ევროკავშირს ასახელებს, 47% - აშშ-ს, 24 % - უკრაინას, 16% - თურქეთს, 14% - აზერბაიჯანს, 11% - დიდი ბრიტანეთს, 7% კი - რუსეთს.
შეკითხვის პასუხად - ამ ქვეყნებიდან რომელი წარმოადგენს ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხეს საქართველოსთვის? - 89% რუსეთს ასახელებს, 11% - თურქეთს, 6% - აშშ-ს, 4% - სომხეთს, 3% - აზერბაიჯანს, 3% - ირანს, 2% - ჩინეთს, 1% - ევროკავშირს, 1% - უკრაინას.
IRI-ის ევრაზიის უფროსი დირექტორის, სტივ ნიქსის განცხადებით, „საქართველოს მოქალაქეთა 85% ან „სრულიად უჭერს მხარს“ ან „გარკვეულწილად უჭერს მხარს“ ევროკავშირში გაწევრებას. ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა 60% მომხრეა ეს მოხდეს თუნდაც რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტის პირობით. ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოქალაქეების მოთხოვნა კვლავ ძალიან მაღალია“.
ნიქსის შეფასებით, ქართველების სურვილი ევროკავშირში გაწევრების შესახებ, საოცრად თანმიმდევრული იყო წინა გამოკვლევებში დ ახალი გამოკითხვა ამ პოზიციას ამყარებს.
IRI-ს დაკვეთით, გამოკითხვის საველე სამუშაოები 2022 წლის 13 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე მიმდინარეობდა. კვლევა ჩატარდა რესპონდენტებთან სახლში პირისპირ ინტერვიუს საშუალებით. კვლევაში მონაწილეობდა 18+ ასაკის და ხმის მიცემის უფლების მქონე საქართველოს 1 500 მოქალაქე. ცდომილების ზღვარი შეადგენს +-2,5%-ს. პასუხის გაცემის მაჩვენებელია 74%.