„გეოპოლიტიკური მდგომარეობა დღეს არის ხელსაყრელი საქართველოსთვის - ახლა ამ ხელსაყრელი სიტუაციიდან სარგებლის მომკის დროა. თუ გადაწყვეტთ, რომ უნდა იმოქმედოთ, უნდა იმოქმედოთ დღეს. თქვენ ნაცვლად ამას სხვა არავინ გააკეთებს”, - უთხრა ევროკავშირის ახალმა ელჩმა რადიო თავისუფლებას. პოლონელი დიპლომატი საქართველოში ელჩის პოზიციაზე ბევრ კონკურენტს შორის შეარჩიეს. საქართველოს ევროკავშირში გაწევრების გზაზე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე პაველ ჰერჩინსკის სურს არა ჩაფლავების, არამედ წარმატების ისტორიის მონაწილე გახდეს. ევროკავშირის ელჩს ვაჟა თავბერიძე თბილისში ესაუბრა.
ინტერვიუ პაველ ჰერჩინსკისთან
Your browser doesn’t support HTML5
“მინდა ისტორიული წარმატების მონაწილე ვიყო და არა ისტორიული მასშტაბების ჩაფლავების...” “[ქართველების] ყველაზე დიდი გამოწვევა ისაა, რომ თვითონვე დაიჯეროთ - ამის ძალა შეგწევთ, შეგიძლიათ ამის გაკეთება!..” - ინტერვიუ ევროკავშირის ელჩთან საქართველოში, პაველ ჰერჩინსკისთან.