სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მზად არის სოჭში ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომელი 15-20 წლით გაუხანგრძლივებს რუს სამხედროებს მთიან ყარაბაღში სამშვიდობო საქმიანობის მანდატს. ამის შესახებ ფაშინიანმა შაბათს სომხეთის მმართველი პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.
"ოფიციალურად ვაცხადებ, რომ მზად ვარ, ხელი მოვაწერო დოკუმენტს სოჭში და დავეთანხმო რუსი მშიდობისდამცველების არცახში [მთიანი ყარაბაღი-რედ.] ყოფნის 10-15-20 წლით გაგრძელებას. მე ვთავაზობ რუსეთის პრეზიდენტს, რომ ასეთი წინადადება გააკეთოს, საჭიროების შემთხვევაში, მე შევიტან [წინადადებას], მაგრამ რუსეთის პრეზიდენტმა მას მხარი უნდა დაუჭიროს, რადგან მე მარტო ვერ გადავწყვეტ, რომ რუსეთის ფედერაციის სამშვიდობოები იქ დარჩებიან გარკვეული პერიოდის განმავლობაში. თუ ჩვენ და რუსეთი შევთანხმდებით, უმრავლესობაში ვიქნებით", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
სოჭში 31 ოქტომბერს რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების სამმხრივი შეხვედრაა დაგეგმილი.
მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების თანახმად, რეგიონში რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტის ყოფნის ვადა განისაზღვრა 5 წლით.
ასევე ნახეთ
შეხვედრა კრემლში და ახალი ერთობლივი განცხადება მთიან ყარაბაღზეეს ვადა ავტომატურად გახანგრძლივდება მომდევნო 5 წლის განმავლობაში, თუ რომელიმე მხარე 6 თვით ადრე არ განაცხადებს, რომ წინააღმდეგია რეგიონში რუსეთის სამშვიდობო მისიის გაგრძელებისა.