უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მეომართა რიგებში იმამ შამილის სახელობის დაღესტნის ბატალიონიც გამოჩნდა

შეიხ მანსურის სახელობის ჩეჩნური ბატალიონი. დონბასი, 2015 წელი. საარქივო ფოტო

უკრაინაში ადგილობრივი სამხედროების დასახმარებლად ჩამოყალიბდა იმამ შამილის სახელობის დაღესტნის ბატალიონი, რომლის მეთაური გახდა მაგომედ საიპულაევი. ამის შესახებ ცნობა და საიპულაევთან ერთად გადაღებული ვიდეო ვერხოვნა რადის დეპუტატმა ალექსეი ჰონჩარენკომ თავის ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა.

"რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენ დიდი ხნით ადრე, 10-15 წლის წინ დავიწყეთ. გადავწყვიტეთ, რომ ეს ბრძოლა უკრაინაში გავაგრძელოთ. რადგან ის, რაც ჩვენ 100-ზე მეტი წლის წინ შეგვეხო, ახლა უკრაინასაც შეეხო. და გადავწყვიტეთ, რომ დავეხმაროთ უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ", - აცხადებს ვიდეოში საიპულაევი.

ახალი სახელობითი ბატალიონის რაოდენობა და მისი ამოცანები ჯერ კიდევ უცნობია. ჰონჩარენკოს თქმით, უკრაინის დახმარების შემდეგ ბატალიონი დაღესტნის დამოუკიდებლობისთვის იბრძოლებს.

რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსში არის რამდენიმე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს პასუხისმგებლობას ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მიზნით გაკეთებული მოწოდებებისთვის, რაც ისჯება 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

  • სექტემბერში უკრაინაში მოქმედი შეიხ მანსური სახელობის ჩეჩნეთის მოხალისეთა ბატალიონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ისლამ ბელოკიევმა "კავკაზ.რეალიის" აცნობა. რომ დაღესტნის ტერიტორიაზე სადეოკუპაციო მოქმედებას იწყებს "იმამატის" სპეციალური დანიშნულების რაზმი, რომლის მეთაურის სახმისია "შამილი".
  • ამჟამად უკრაინის მხარეს იბრძვის რამდენიმე მოხალისეთა დანაყოფი, მათ შორის ჯოხარ დუდაევის (მეთაური ადამ ოსმაევი) და ასევე შეიხ მანსურის სახელობის ბატალიონები (მეთაური მუსლიმ ჩებერლოევსკი). კიდევ ერთი ჩეჩნური რაზმი, "ცოფიანი მოდგმა", უშუალოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრუქტურებში მოქმედებს.
  • ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი მილიონი დოლარის ჯილდოს დაჰპირდა მას, ვინც სამართალდამცველებს ჯოხარ დუდაევისა და შეიხ მანსურის ბატალიონების მეთაურების ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის მიაწვდის