საქართველო და ქართველები ძველ ევროპულ გრავიურებზე

Your browser doesn’t support HTML5

სანამ ფოტოგრაფია გაჩნდებოდა, საქართველოსა და ქართველებზე პირველ ვიზუალურ ცნობებს ევროპას შორეული გზების მოგზაურები აწვდიდნენ - ზოგი თავად აკეთებდა ჩანახატებს, ზოგს თან მხატვარიც ახლდა - ეს ჩანახატები შემდეგ მათ სამოგზაურო წიგნებს ერთვოდა, ან ცალკეც იბეჭდებოდა და გრავიურების სახით ვრცელდებოდა. ამ ჩანახატებს შეხვდებით ძველ ევროპულ პრესაშიც.

ძველი ქართველების ყოფის, გარეგნობის, ხასიათის არაერთი ასეთი ჩანახატი და ასევე, ძველი საქართველოს და მისი ქალაქების, მათ შორის, დედაქალაქ თბილისის გრავიურები მოხვდა ძველი ევროპული რუკებისა და გრავიურების კოლექციონერის, სულხან სალაძის კოლექციაში.

სწორედ ის გვიამბობს, როგორ გვხედავდნენ ევროპელები მაშინ, როგორი იყო ის საქართველო, რომელიც ამ ჩანახატებზე შემოინახეს.