მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ახლო ნათესავებს უკრაინამ სანქციები დაუწესა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის 19 ოქტომბრის ბრძანებულებით, ეს სანქციები გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.
სანქცირებულთა შორის არიან:
- ბიძინა ივანიშვილის ძმა - ალექსანდრე ივანიშვილი;
- ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი - უჩა მამაცაშვილი;
- ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის შვილი - ტატე (ტიტე) მამაცაშვილი;
- ბიძინა ივანიშვილის ძმის ცოლი - ქეთევან ხარაიძე.
სანქციების დაწესების შემდეგ მათ უკრაინის ტერიტორიაზე ეზღუდებათ:
- ქონების უფლება;
- სავაჭრო ოპერაციები;
- რესურსების, ფრენების და ტრანსპორტირების ტრანზიტი;
- უკრაინის ფარგლებს გარეთ კაპიტალის გატანა;
- ლიცენზიებითა და სხვა ნებართვებით სარგებლობა.
განახლებული სია 256 ადამიანისგან შედგება.
მასალა განახლებულია: თავდაპირველ ვერსიაში ქეთევან ხარაიძეზე მითითებული იყო, რომ ის არის ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის ცოლი.