ბავშვთა სახლიდან გაუჩინარებული 14 წლის მოზარდი თელავში იპოვეს

საილუსტრაციო ფოტო

კახეთის ერთ-ერთი საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლიდან 17 ოქტომბერს გაუჩინარებული 14 წლის მოზარდი თელავში იპოვეს. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგვიდასტურეს. რადიო თავისუფლება უწყებიდან ელოდება ინფორმაციას მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფლის შესახებ.

14 წლის ბიჭი ბავშვთა სახლში დაახლოებით ორი კვირის წინ გადაიყვანეს. მანამდე ის ერთ-ერთ ოჯახში მინდობით აღზრდაში იყო. მიმღები ოჯახი მოზარდმა თვითნებურად დატოვა. მაშინ ის პოლიციამ იპოვა და ბავშვთა სახლში გადაიყვანა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.