სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი თანამდებობას ტოვებს

დიმიტრი სანაკოევი

თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი თანამდებობას ტოვებს.

„16 წელი საკმარისია ერთ ადგილზე ყოფნისთვის. მინდა ჩემ ცხოვრებას მივხედო. ბიზნესში მინდა და სხვა სამსახურში უნდა გადავიდე“, - უთხრა სანაკოევმა რადიო თავისუფლებას და დაამატა, რომ გადაწყვეტილება პირადად მიიღო.

იგი ამბობს, რომ არ იცის, ვინ დაინიშნება მის ადგილას.