რუსეთის ხელისუფლების განცხადებებს ყირიმის ხიდის აფეთქებასთან საქართველოს კავშირის შესახებ, თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა.
„ეს არის სრული სისულელე და არანაირი კავშირი არა აქვს საქართველოსთან. არ ვიცი, ეს რისთვის სჭირდებათ, ალბათ, შიდა პიარის მოხმარებისთვის. ვერ გეტყვით... საქართველოსთან არანაირი კავშირი არა აქვს ამას“, - თქვა კალაძემ.
რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ აშენებულ ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, დანაღმული სატვირთო ავტომანქანის აფეთქებამ გამოიწვია ხიდის საავტომობილო გზის ორი ნაწილის ჩამონგრევა და ხანძარი საწვავით დატვირთულ ცისტერნებში, რომლებიც ხიდის სარკინიგზო ნაწილზე მოძრაობდნენ. რუსეთს დადასტურებული აქვს 3 ადამიანის სიკვდილი. საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის მუხლით აღძრა.
რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა დღეს, 12 ოქტომბერს, გამოაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე 8 ოქტომბერს მომხდარი ტერაქტის გამოძიების ფარგლებში დააკავა რუსეთის 5 და უკრაინის და სომხეთის 3 მოქალაქე. რუსული უშიშროების მტკიცებით, დადგენილია თანამონაწილეთა ვინაობა და მათგან 2 საქართველოს მოქალაქეა.
მანამდე კი რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბასტრიკინმა განაცხადა, რომ სატვირთო მანქანა ბულგარეთიდან მიემგზავრებოდა საქართველოს, სომხეთის, ჩრდილოეთ ოსეთისა და შემდეგ კრასნოდარის მხარის გავლით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ბრალდებას, რომლის მიხედვით, ყირიმის ხიდზე ტერაქტის მზადების თანამონაწილეთა შორის საქართველოს 2 მოქალაქეა, უსაფუძვლო უწოდა.
ასევე ნახეთ ფინანსთა მინისტრის მოადგილე: ჩვენი საზღვარი ტროტილით დატვირთულ ტრაილერს არ გაუვლია ასევე ნახეთ შს მინისტრის მოადგილე ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: საქართველოს შემხებლობა არ აქვსრუსეთის უშიშროების სამსახურის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, "რუსეთის საგამოძიებო კომიტეტთან ერთად დადგენილია, რომ ყირიმის ხიდზე ტერაქტის ორგანიზატორია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, მისი ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, თანამშრომლები და აგენტურა".