ოპოზიციური პარტიის, "ნაციონალური მოძრაობის", თავმჯდომარე ნიკა მელია თავისი თანაგუნდელის, წალენჯიხის მერის, ავტომანქანის დაწვაში პოლიტიკურ ნიშნებს ხედავს. გია ხარჩილავას მანქანისთვის ცეცხლის წაკიდებას პარტიის თავმჯდომარე "ფეისბუკში" გამოეხმაურა.
"ასე ესმით დეპოლარიზაცია - მეორე პოლუსის გადაწვითა და განადგურებით. ასე ესმით თანამშრობლობა, ხალხის მხარდაჭერილი ოპოზიცია უნდა გადაწვან. ასე ხდება რუსეთში და გვიმტკიცებენ, რომ უნდათ ევროპა! ეს გზა ევროპაში არ მიგვიყვანს!" - წერს მელია.
ასევე ნახეთ პოლიტიკურად უინტერესოა, შურისძიებაზე საუბარი ძალიან უხერხულია - იონათამიშვილი ხარჩილავაზეწალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას თქმით, მას სახლთან გაჩერებული ავტომანქანა დაუწვეს. ამ შემთხვევას მერი თავის საქმიანობას უკავშირებს.
ასევე ნახეთ წალენჯიხის მერი ამბობს, რომ მანქანა დაუწვესშინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო - "სისხლის სამართლის კოდექსის" 187-ე მუხლით, ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანება ან განადგურება ისჯება სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობით.
გია ხარჩილავა საქართველოს 60-ზე მეტ მუნიციპალიტეტში ერთადერთი ოპოზიციონერი კანდიდატი იყო, რომელმაც 2021 წლის არჩევნებში გაიმარჯვა.