შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ საქართველოს ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.
"საქართველოს აღნიშნულ საკითხთან არანაირი შემხებლობა არ აქვს. როგორც ტრანზიტული, ასევე არატრანზიტული ტვირთები საქართველოში გადის საბაჟო კონტროლს და მსგავსი საეჭვო ფაქტი არ დაფიქსირებულა", - თქვა ალექსანდრე დარახველიძემ.
ასევე ნახეთ ფინანსთა მინისტრის მოადგილე: ჩვენი საზღვარი ტროტილით დატვირთულ ტრაილერს არ გაუვლიარუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა დღეს გამოაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე 8 ოქტომბერს მომხდარი ტერაქტის გამოძიების ფარგლებში დააკავა რუსეთის 5 და უკრაინის და სომხეთის 3 მოქალაქე. რუსული უშიშროების მტკიცებით, დადგენილია თანამონაწილეთა ვინაობა და მათგან 2 საქართველოს მოქალაქეა.
ასევე ნახეთ რუსული უშიშროება: ყირიმის ხიდზე ტერაქტის მზადების თანამონაწილეთა შორის საქართველოს 2 მოქალაქეარუსეთის უშიშროების სამსახურის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, "რუსეთის საგამოძიებო კომიტეტთან ერთად დადგენილია, რომ ყირიმის ხიდზე ტერაქტის ორგანიზატორია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, მისი ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, თანამშრომლები და აგენტურა".
რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ აშენებულ ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, დანაღმული სატვირთო ავტომანქანის აფეთქებამ გამოიწვია ხიდის საავტომობილო გზის ორი ნაწილის ჩამონგრევა და ხანძარი საწვავით დატვირთულ ცისტერნებში, რომლებიც ხიდის სარკინიგზო ნაწილზე მოძრაობდნენ. რუსეთს დადასტურებული აქვს 3 ადამიანის სიკვდილი. საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის მუხლით აღძრა.