საქართველოს პარლამენტის წევრი მმართველი პარტიიდან რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ წალენჯიხის მერის მანქანის დაწვის პოლიტიკურ მოტივებზე საუბარი, უხერხულია.
"თუ ვინმე არის პოლიტიკურად უინტერესო, რასაკვირველია, ეს არის ეს პიროვნება [გია ხარჩილავა]. ამიტომ ნებისმიერი სახის პოლიტიკურ ინტერესსა და შურისძიებაზე საუბარი ძალიან უხერხულია, საზოგადოებასაც შესაბამისი რეაქცია ექნება. რაც შეეხება თვითონ ფაქტს, რა თქმა უნდა, ამას დაადგენს შესაბამისი უწყება. ამ თემაზე პოლიტიკური სპეკულირება, თან იმ პოლიტიკური პარტიისგან, რომელიც სპეკულირებით არის სახელგანთქმული, ცხადია, არავის გვიკვირს, მაგრამ გააგრძელონ ასე - სპეკულირებით სადამდე მივიდნენ და სადამდე მიიყვანეს საკუთარი თავი და პარტია, ამას ჩვენი საზოგადოება და მათი ამომრჩეველი ძალიან კარგად ხედავს", - უთხრა რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში.
წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას თქმით, მას სახლთან გაჩერებული ავტომანქანა დაუწვეს. ამ შემთხვევას მერი თავის საქმიანობას უკავშირებს.
ასევე ნახეთ წალენჯიხის მერი ამბობს, რომ მანქანა დაუწვესშინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო - "სისხლის სამართლის კოდექსის" 187-ე მუხლით ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანება ან განადგურება ისჯება სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობით.
გია ხარჩილავა საქართველოს 60-ზე მეტ მუნიციპალიტეტში ერთადერთი ოპოზიციონერი კანდიდატი იყო, რომელმაც 2021 წლის არჩევნებში გაიმარჯვა.