ძირითადი მოვალეობები
- გეგმავს და ქმნის ორიგინალურ მულტიმედია საგამოძიებო კონტენტს რადიო თავისუფლების ციფრული პლატფორმებისთვის;
- რედაქციას სთავაზობს თემებსა და ისტორიებს;
- მუშაობს წყაროებთან, მოიძიებს ინფორმაციას, წერს ინტერვიუებს, ამოწმებს და ამუშავებს ფაქტებს;
- გუნდთან ერთად მონაწილეობს საგამოძიებო ვიდეოფილმების წარმოებაში;
- მუშაობს კამერასთან როგორც ავტორი და წამყვანი;
- გეგმავს და უძღვება გადაღებებს ველზე;
- რეჟისორთან/ოპერატორთან ერთად იღებს და ამონტაჟებს საგამოძიებო ფილმებს;
- მონაწილეობს სარედაქციო განხილვებში;
გამოცდილება
- ჟურნალისტად მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
კომპეტენცია
- ფლობს ჟურნალისტური კვლევის მეთოდებსა და ტექნიკებს;
- ფლობს ფაქტების გადამოწმების მეთოდებსა და ტექნიკებს;
- იცის საქართველოში არსებულ ონლაინ რესურსებთან (საჯარო რეესტრის ბაზები, შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდი და ა.შ.) მუშაობა და ინფორმაციის მოპოვება;
- ფლობს მონაცემთა ღია წყაროების კვლევის და ფაქტების გადამოწმების ტექნიკებს;
- ფლობს მონაცემთა ჟურნალისტიკის საფუძვლებს;
- შეუძლია რთული თემების დამუშავება და ცხადად და გასაგებად წერა/თხრობა.
უპირატესობა მიენიჭება მათ ვისაც
- აქვს გამომძიებელ ჟურნალისტად მუშაობის გამოცდილება;
- აქვს მონაცემთა ჟურნალისტიკაში მუშაობის გამოცდილება;
- აქვს სხვადასხვა ფორმატში (სტატიების წერა, ვიდეო-რეპორტაჟების გადაღება) კონტენტის შექმნის გამოცდილება;
- შეუძლია გადაღება და მონტაჟი;
- ერკვევა ეკონომიკურ, იურიდიულ და პოლიტიკურ საკითხებში;
ენები
- ქართული თავისუფლად
- ინგლისური თავისუფლად
- რუსული საშუალოდ
პიროვნული თვისებები
- აქტიური და ინიციატივიანი;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებული და პუნქტუალური;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
სამუშაო საათები
- კვირაში 40 საათი;
ანაზღაურება
კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად.
გამოგზავნეთ რეზიუმე და პორტფოლიო (სტატია, სიუჟეტი, ბლოგი, კვლევა, რეპორტაჟი, ფილმი, ანგარიში და ა.შ.)
მისამართზე: Digital@rferl.org (მეილის სათაურში მიუთითეთ - ვაკანსია)