უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ ბათუმში აქცია მიმდინარეობს

რუსეთის აგრესიის საწინააღმდეგო აქცია ბათუმში

„რუსეთი ტერორისტული ქვეყანაა" - ასე ჰქვია საპროტესტო აქციას, რომელიც ბათუმში უკრაინელების, ბელარუსებისა და ქართველების მონაწილეობით მიმდინარეობს. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება, აქციაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულ მოქალაქეებს. აქციაზე გაისმა უკრაინისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები.

რუსეთის აგრესიის საწინააღმდეგო აქცია ბათუმში

„ჩვენ გვინდა გითხრათ საღამო მშვიდობისა, მაგრამ უკრაინისთვის მშვიდობა არაა. ჩვენი ქალაქები იბომბება და მიმდინარეობს უკრაინელი ხალხის გენოციდი, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს", - ასე მიმართა უკრაინელმა აქტივისტმა მარინა ნედვეჟენკომ ბათუმში, ევროპის მოედანზე შეკრებილებს.

აქცია იმართება უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

დღეს, 10 ოქტომბერს, რუსეთის სამხედრო ძალებმა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, იერიში მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე, სადაც, წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 5 ადამიანი. სარაკეტო იერიშები განხორციელდა უკრაინის სხვა ქალაქებზეც. აფეთქებების შესახებ იუწყებიან ლვოვიდან, დნეპროპეტროვსკიდან, ნიკოლაევიდან, ჟიტომირიდან, ხმელნიცკიდან, კრივოი-როგიდან, ხარკოვიდან და ზაპოროჟიედან. მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდეს.

ასევე ნახეთ „უკრენერგოს“ თანახმად, სარაკეტო იერიში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგაა მიმართული