მარიამის ახალი ცხოვრება

Your browser doesn’t support HTML5

რა ხდება მაშინ, როცა ერთ დღეში, არა, ერთ წამში იცვლება შენი ცხოვრება? ამ წამის შემდეგ ორი თვე სამყაროს ეთიშები და როცა ისევ ბრუნდები, შენ - შენ აღარ ხარ? როგორ შეიძლება ამ ცვლილებას შეხვდეს 18 წლის, დიდი ოცნებების და მიზნების მქონე გოგო? ეს გოგო, მარიამ ტატანაშვილი, დღეს უკვე 20 წლისაა და მისი ცხოვრებაც ზუსტად ასე, ერთ წამში შეიცვალა წელიწად-ნახვერის წინ, როცა ის და მისი მეგობრები ავტოავარიაში მოყვნენ.

იმ დღეს მხოლოდ მარიამი დაშავდა. თან ისე, რომ ახალი სახით და ახალი სხეულით დაიწყო სრულიად ახალი ცხოვრება - მარიამი თავის შეცვლილ სახეს დღეს ვერ ხედავს, თუმცა მეუბნება, წარმოსახვის კარგი უნახი მაქვსო და დაახლოებით მაინც ხვდება, ახლა როგორ გამოიყურება.

მასაც დრო დასჭირდა, რომ თავისი „ძველი, ლამაზი თავი“ დაევიწყებინა და ისეთი მიეღო, როგორიც ახლაა. დრო დასჭირდა, ენახა თავისი მეგობრები. ადამიანებს დალაპარაკებოდა და, რაც მთავარია, გამოჩენილიყო საჯაროდ. დღეს მას სოციალურ ქსელებში ბევრი გამომწერი ჰყავს და იმ ადამიანების რიცხვიც იზრდება, ვისთვისაც მარიამი მაგალითად იქცა.

ეს მასაც ძალას აძლევს და ამბობს, რომ თუ საკუთარი თავი არ ეყვარება ისეთი, როგორიც არის, მაშინ ყველა უარყოფითი კომენტარი და რეპლიკა იმოქმედებს და მისი ცხოვრება ვერ იქნება ისეთი, როგორზეც ოცნებობს.