მობილიზებულთა ოჯახებს ტუვაში ცხვარს ჩუქნიან

სასაფლაო ტუვაში

ტუვის ადგილობრივი ხელისუფლება მობილიზაციის ფარგებში გაწვეულთა ოჯახებს ცხვრებს ურიგებს, ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.

თითოეული ოჯახი ერთ ცხვარს მიიღებს. სულ ცხრა რაიონში 91 ცხვარი დაარიგეს. სხვა რეგიონებში ოჯახებს კარტოფილი, კომბოსტო და ფქვილიც მისცეს.

ბარუნ-ხემჩიკის რაიონში წვევამდელების ოჯახებში ქვანახშირი მიიტანეს. შაგონარში კი ხელისუფლებამ გადაწყვიტა წვევამდელების ოჯახებს ადგილობრივი სახერხი საამქროდან შეშა მიაწოდოს. ოჯახები კი, რომლებსაც 17 წლამდე ასაკის ბავშვები ჰყავთ, 5000 რუბლს (250ლარამდე) მიიღებენ.

29 სექტემბერს ტუვის დედაქალაქ კიზილში მობილიზაციის წინააღმდეგ ქალთა აქცია გაიმართა. პოლიციამ 20-მდე მომიტინგე დააკავა. იმავე დღეს რესპუბლიკის მთავრობამ განაცხადა, რომ სამობილიზაციო გეგმა შესრულებულია. თუმცა უცნობია რამდენ კაცს შეეხო მობილიზაცია.

ტუვა რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი რეგიონია, 2021 წლის შიდასახელმწიფოებრივი რეიტინგის მიხედვით, რეგიონი ცხოვრების დონის მიხედვით 85-ე ადგილზე იყო. რუსეთის ხელისუფლება რეგიონის მკვიდრებს, ადგილობრივ დონესთან შედარებით მაღალი ანაზღაურების დაპირებით, ჯარში წასვლაზე ითანხმებს.