რა სურთ რუსებს? - ხმები რუსეთ-საქართველოს საზღვრიდან

Your browser doesn’t support HTML5

21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებული სამხედრო მობილიზაციის გამო, რუსეთის მოქალაქეები ქვეყნის დატოვებას ცდილობენ. კილომეტრიანი რიგებია საქართველოს საზღვართან. ყაზბეგის გამშვები პუნქტიდან შემოსული მოქალაქეების უმეტესობა ახალგაზრდაა. ყაზბეგის გამშვები პუნქტიდან შემოსულებს საქართველოში დაბინავებული რუსეთის მოქალაქეები საკვებითა და პირველადი მოხმარების ნივთებით ხვდებიან. საზღვრის დროულად გადმოკვეთის მიზნით, რუსეთიდან მომავალი კაცების ნაწილი ოჯახებს და ავტომობილებს „ზემო ლარსის“ გამშვებ პუნქტზე ტოვებენ და საზღვარზე ფეხით გადმოდიან. ბოლო ერთ კვირაში, საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის 60 ათასზე მეტი მოქალაქე შემოვიდა.