პუტინმა რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა აშშ-ში ჯაშუშობაში ბრალდებულ ედვარდ სნოუდენს

ედვარდ სნოუდენი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა აშშ-ის უსაფრთხოების ყოფილ კონტრაქტორს, ედვარდ სნოუდენს, რომელსაც აშშ-ში ჯაშუშობისა და სახელმწიფო ქონების ქურდობის ბრალდებით ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრება.

სნოუდენი თავის მოქმედებას აღწერდა მცდელობად, ფარდა აეხადა აშშ-ის ელექტრონული, სადაზვერვო, კანონის კუთხით საეჭვო პროგრამისთვის.

სნოუდენი ერთ-ერთია იმ ათეულობით პირს შორის, რომლებსაც პუტინის მიერ 26 სექტემბერს გაცემული ბრძანებით მოქალაქეობა მიენიჭათ.

სნოუდენის რუსმა ადვოკატმა, ანატოლი კუჩერენამ სააგენტო "ინტერფაქსს" უთხრა, რომ მის კლიენტს არ შეეხება უკრაინაში ომისთვის გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია, რადგან მას არასოდეს უმსახურია რუსეთის არმიაში.

ასევე ნახეთ ედვარდ სნოუდენს რუსეთში დროებითი თავშესაფარი მისცეს

აშშ-ის სადაზვერვო პროგრამის გამჟღავნების შემდეგ, სნოუდენმა, რომელიც ამჟამად 39 წლისაა, აშშ 2013 წელს დატოვა, ჯერ ჰონგ-კონგში გაემგზავრა და შემდეგ რუსეთში ჩავიდა, სადაც მას მუდმივი ბინადრობის უფლება მიანიჭეს.

2020 წლის ნოემბერში სნოუდენი ამბობდა, რომ ითხოვა რუსეთის მოქალაქეობა, თუმცა აშშ-ის მოქალაქეობასაც ინარჩუნებდა.