ფინეთი "მნიშვნელოვნად შეზღუდავს" საზღვრის კვეთას რუსეთიდან

რუსეთიდან ფინეთში გადასასვლელი სასაზღვრო პუნქტი

ფინეთი აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეებს "მნიშვნელოვნად შეუზღუდავს" ქვეყანაში შესვლას, მას მერე, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ქვეყანაში უკრაინის ომისთვის გამოაცხადა რეზერვისტთა ნაწილობრივი მობილიზაცია, რის გამოც რუსეთს ბევრი მცხოვრები ტოვებს.

23 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში ფინეთის მთავრობა ამბობს, რომ გადაწყვიტა შეამციროს ქვეყანაში შემავალი რუსების რიცხვი, რადგან მათმა შედინებამ "მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ფინეთის საერთაშორისო პოზიციას".

განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის პოტენციური ზომები, რომლებსაც გაატარებენ საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის მიზნით, არც მათი ძალაში შეცვლის ვადები. როიტერსი ავრცელებს ფინელი მესაზღვრის სიტყვებს, რომ საზღვრის გადაკვეთის მოსურნე რუსების რიცხვი თითქოს ორჯერ და მეტჯერ გაიზარდა 23 სექტემბერს, წინა დღესთან შედარებით - როცა ქვეყანაში რუსეთიდან შევიდა 7000-მდე პირი.

ფინეთი რჩება რუსეთიდან ევროპაში გადასასვლელ ერთ-ერთ იშვიათ გზად, მას მერე, რაც თებერვალში რუსეთის მხრიდან უკრაინაში არაპროვოცირებული შეჭრის გამო ევროპის ბევრმა ქვეყანამ დახურა ფიზიკური საზღვრები და საჰაერო სივრცე ჩაუკეტა რუსეთის თვითმფრინავებს.