ირანის პრეზიდენტი: დემონსტრანტებთან "გადამწყვეტი" დაპირისპირებაა საჭირო

ებრაჰიმ რაისი, ირანის პრეზიდენტი

ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისიმ 24 სექტემბერს განაცხადა, რომ ირანი "გადამწყვეტი ფორმით უნდა დაუპირისპირდეს მათ, ვინც ეწინააღმდეგება ქვეყნის უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს" - მის სიტყვებს სახელმწიფო მედია ავრცელებს იმ ფონზე, როცა ოფიციალური მონაცემებით ორჯერ და მეტჯერ გაიზარდა ანტისამთავრობო დემონსტრაციების განამვლობაში დაღუპული ადამიანების რიცხვი.

სახელმწიფო მედიის ცნობით, ერთ კვირაზე მეტი დროის განმავლობაში მიმდინარე აქციებს ემსხვერპლა სულ მცირე 35 ადამიანი. დემონსტრაციები გამოიწვია ახალგაზრდა ქალის სიკვდილმა, რომელიც მორალის პოლიციამ დააკავა ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის გამო. მანამდე მსხვერპლის ოფიციალური მონაცემი შეადგენდა 17 ადამიანს, მათ შორის უსაფრთხოების ძალების ხუთ წევრს.

რაისი ამ სიტყვებით გამოვიდა სამძიმრის სატელეფონო საუბარში უსაფრთხოების ძალების იმ აგენტის ოჯახის წევრებთან, რომელიც გასულ კვირში დანით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა.

22 წლის ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილით გამოწვეული მასშტაბური საპროტესტო აქციები მოედი ირანის დიდ ქალაქებს, თეირანის ჩათვლით.