თბილისისთვის ტრანსპორტის პრობლემები, მათ შორის გზებზე ხერგილები ახალი პრობლემა არ არის, თუმცა სასწავლო პროცესის განახლებამ განსაკუთრებით გაამწვავა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართულად მუშაობის შესახებ დისკუსია: რიგებია მეტროს ჩასასვლელებთან, გაზრდილია ავტობუსებს შორის ინტერვალები და გადაადგილების ხანგრძლივობა. თბილისის მერია სატრანსპორტო რეფორმაზე საუბრობს და გზებზე არსებულ პრობლემებს გარკვეულწილად მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს უკავშირებს.
როდემდე იქნება საცობები თბილისში? - ინტერვიუ ვიქტორ წილოსანთან
Your browser doesn’t support HTML5
რადიო თავისუფლება თბილისის მერიის ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს, ვიქტორ წილოსანს ესაუბრა არსებულ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე.