შოიგუ: ნაწილობრივი მობილიზაცია 300 ათას რეზერვისტს ეხება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ. მოსკოვი, 2022 წლის 22 ივნისი

რუსეთი გეგმავს უკრაინასთან საომრად 300 ათასი მოქალაქის გაგზავნას. მას შემდეგ, რაც დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ, თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ სამხედრო სამსახურში გაიწვევენ 300 ათას რეზერვისტს. როგორც შოიგუმ თქვა, გაწვევა არ განხორციელდება ერთჯერადი აქციის ფარგლებში.

ასევე ნახეთ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

რუსეთის არმიაში მნიშვნელოვანი დანაკარგის, მის შევსებასთან დაკავშირებული პრობლემების და უკრაინის შეიარაღებული ძალების ბოლოდროინდელი წარმატებული კონტრშეტევის ფონზე, ბოლო ხანს, სხვადასხვა წყაროთი სულ უფრო ხშირად ვრცელდებოდა ცნობები, რომ რუსეთი მობილიზაციის გამოცხადებას გეგმავდა.