ინტერვიუ ქეთი დევდარიანთან: ხელისუფლებას სურს, ყველამ ენა ჩაიგდოს

Your browser doesn’t support HTML5

საქართველოს პარლამენტი განიხილავს მაუწყებლის კანონში ცვლილებების პაკეტს და თან ამტკიცებს, რომ ამ პროცესის მიზანი ევროკავშირთან ასოცირების ვალდებულებით აღებული პასუხისმგებლობების შესრულება და მედიაგარემოს გაუმჯობესებაა. მედიაექსპერტები და მედიაში მომუშავე ადამიანები თვლიან, რომ ცვლილებები, რომლებიც, მაგალითად, დაუშვებლად მიიჩნევს მაყურებლის ქვეცნობიერზე ზემოქმედებას, ცენზურის დაწესების მცდელობაა.

სცენარისტი, “ფორმულას” წამყვანი ქეთი დევდარიანი საკუთარი სერიალის და ტელევიზიის მაგალითზე ამტკიცებს, რომ ხელისუფლებას ამ დრომდე არაერთხელ გამოუყენებია კეთილი მიზნებით მიღებული კანონები მედიების წინააღმდეგ და იხსენებს რეკლამების კანონს, რომელმაც ტელევიზიებს ფინანსური პრობლემები მოუტანა და ბავშვთა ძალადობისგან დაცვის სახელით გატარებულ ცვლილებებს, რომელიც “ჩემი ცოლის დაქალების” წინააღმდეგ სარჩელების საფუძვლად იქცა მარეგულირებელ კომისიაში. ქეთი დევდარიანს რადიო თავისუფლება მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებებსა და მასში ჩადებულ შესაძლო საფრთხეებზე ესაუბრა.