ანა ფოტიგა, ევროპარლამენტის წევრი ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა საქართველოში. მონაწილეობა მიიღო თბილისის მე-6 საერთაშორისო კონფერენციაში და გამართა არაერთი შეხვედრა თბილისში. ვრცელ ინტერვიუში ის რადიო თავისუფლებას უზიარებს მოსაზრებებს უკრაინაში მიმდინარე ომით შეცვლილ საერთაშორისო დღის წესრიგსა და საქართველოს ადგილზე ამ პროცესებში: „ზოგიერთი ქვეყანა ცდილობს როგორღაც დარჩეს შუაში და თვლის, რომ შესაძლებელია ორმხრივი თამაში. ჩემი აზრით, დღეს ეს შეუძლებელია. ეს არის სისტემების ნამდვილი შეჯახება“. ანა ფოტიგას სჯერა, რომ ძალიან ბევრია დამოკიდებული ვითარებაზე უკრაინაში: „ვიცი, რომ ათასობით ქართველს ეს ესმის, ზოგიერთი ფიზიკურად იქ იმყოფება და იბრძვის, ესმით რა, რომ უკრაინაში ომის შედეგი ნამდვილად მოახდენს ზეგავლენას მთელ რეგიონზე, ჩემი გულწრფელი აზრით კი - მთელ მსოფლიოზე“.
ინტერვიუ ანა ფოტიგასთან - „ახლა ქართველების წინაშეა ეგზისტენციალური შესაძლებლობა“
Your browser doesn’t support HTML5