bm.ge-ს რედაქტორი თელარა გელანტია 12 სექტემბერს მთავრობის სხდომაზე არ დაუშვეს იმის გამო, რომ ბევრ კითხვებს სვამდა. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ თქვა, რომ დაუშვებელია ჟურნალისტების დისკრიმინაცია და რომ მთავრობის ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება ხელს უწყობს მედიის მიმართ მტრული გარემოს ჩამოყალიბებას და აუარესებს მედიის თავისუფლების ხარისხს საქართველოში. შემთხვევის გახმაურების შემდეგ, თელარას ტელეფონით უთხრეს, რომ მისცემდნენ მომდევნო სხდომებზე დასწრების უფლებას, თუმცა მთავრობის ადმინისტრაციას ოფიციალური განმარტება მომხდარის შესახებ ამ დრომდე არ გაუკეთებია.
ინტერვიუ ჟურნალისტთან, რომელიც მთავრობის სხდომაზე არ შეუშვეს
Your browser doesn’t support HTML5