ღარიბაშვილი გერმანიას ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა

ბერლინი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში იმყოფება. ვილი ბრანდტის სახელობის ბერლინ-ბრანდენბურგის სამხედრო აეროპორტში პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა.

„ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს", - ნათქვამია პრესრელიზში.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ღარიბაშვილთან ერთად არიან: საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.