ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა რამზან კადიროვმა ტელეგრამის არხზე გამოაქვეყნა ხმოვანი შეტყობინება, სადაც ის რუსეთის არმიის მიერ ხარკოვის ოლქში უკანდახევაზე აკეთებს კომენტარს.
კადიროვი ამბობს, რომ რუსეთის ჯარის მიერ იზიუმის, კუპიანსკსის და ბალაკლეის დატოვება „აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს“ და პირობა დადო, რომ ამ ქალაქებს დაიბრუნებენ.
ამავე დროს, ჩეჩნეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ხარკოვის მიმართულების სარდლობამ „შეცდომები დაუშვა“, თუმცა აქედან „შესაბამისი დასკვნებს გამოიტანს.“ ის დაიმუქრა, რომ თუ უახლოეს დღეებში საბრძოლო მოქმედებების წარმოების სტრატეგია არ შეიცვალა, ის „იძულებული გახდება“ მიმართოს რუსეთის ხელისუფლებას, „რათა მათ აუხსნას ვითარება, რაც რეალურად ხდება ადგილზე“.
რამზან კადიროვმა დასძინა, ის, რომ „გადავეცით რამდენიმე ქალაქი და სოფელი, ამაშიც არის თავისი პლიუსიო“.
ასევე ნახეთ უკრაინის გენშტაბი: ხერსონის ოლქში, „კადიროველების“ 1300-მდე მებრძოლი ჩავიდარუსეთის შეჭრიდან 200-ე დღეს, გრძელდება უკრაინის სამხედრო კონტრშეტევა ქვეყნის აღმოსავლეთში. რუსეთმა აღიარა, რომ მისმა ძალებმა მიატოვეს ჩრდილო-აღმოსავლეთის ძირითადი ტერიტორიები.
უკრაინის მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ უკრაინული ჯარები ხარკოვიდან ჩრდილოეთით დაწინაურდნენ რუსეთთან საზღვრიდან 50 კმ-მდე და იმავე რეგიონში სამხრეთით და აღმოსავლეთით მოძრაობდნენ. ამ თვეში უკრაინის ჯარებმა დაიბრუნეს 3000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია, თქვა მან.