დედოფალი ელისაბედ II – 70 წელი დიდი ბრიტანეთის ტახტზე
დედოფალი ელისაბედი და პრინცი ენდრიუ ლონდონის ვესტმინსტერის სააბადოში მიდიან. 29 მარტი, 2002.
ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები დგანან პრინცესა ელისაბედის და ედინბურგის ჰერცოგის ფილიპეს გარშემო, მათი ქორწინების დღეს. ბაკინგემის სასახლე, 20 ნოემბერი, 1947.
დიდი ბრიტანეთის პრინცესა ელისაბედი. 16 ოქტომბერი, 1951.
კენტერბერის ეპისკოპოსი ელისაბედს მახვილს გადასცემს მისი კორონაციის ცერემონიის წინ. ვესტიმსტერის სააბატო, 2 ივნისი, 1953.
დედოფალი ელისაბედ II მისი კორონაციის დღეს. 2 ივნისი, 1953. მისი კორონაცია პირველი იყო, რომელიც ტელევიზიით გადაიცა.
დედოფალი, პრინცი ფილიპე და მათი სამი შვილი (ანა, ენდრიუ და ჩარლზი) ბალმორალის სასახლეში, 1960 წელს. მეოთხე შვილი, პრინცი ედუარდი 4 წლის შემდეგ დაიბადა.
დედოფალი ელისაბედი ხვდება ირანის შაჰს, მუჰამედ რეზა ფაჰლავის თერიანის გოლესტანის სასახლეში. 2 მარტი, 1961 წელი.
დედოფალი თავის ორ ვაჟთან, პრინც ენდრიუსთნ და პრინც ედუარდთან ერთად ბაკინგემის სასახლეში წიგნს კითხულობენ, 1971 წელი.
დედოფალი აშშ-ის პრეზიდენტ ჯიმი კარტერს (მარჯვნივ) და საფრანგეთის პრეზიდენტ ვალერი ჟისკარ-დ’ესტენს ხვდება ბაკინგემის სასახლეში. 1977 წლის მაისი.
დედოფალი ელისაბედი პრინც ჩარლზთან და მის საცოლესთან, ლედი დიანასთან ერთდ. 1981 წლის მარტი.
დედოფალი ელისაბედი აშშ-ის პრეზიდენტ რონალდ რეიგანთან ერთად. დედოფალი ამერიკას ეწვია და კალიფორნიის ქალაქი სანტა ბარბარა მოინახულა. 1983 წლის 23 თებერვალი.
დედოფალი და ჩარლზი დოღს უყურებენ;. 1992 წელი დედოფლისთვის განსაკუთრებით მძიმე იყო - მისი ორი ვაჟი მეუღლეებს დაშორდნენ, ქალიშვილი ანა განქორწინდნენ, ხანძარმა კი უინძორის სასახლის ნაწილი გაანადგურა.
დედოფალი და ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი მარგარეტ ტეტჩერი ამ უკანასკნელის დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე, ლონდონი, 1995.
დედოფალი ელისაბედ II ახლადგარემონტებულ საავადმყოფოს დასათვალიერებლად მიდის, ლონდონი, 2001.
დედოფალი ელისაბედი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ბაკინგემის სასახლეში, ლონდონი, 24 ივნისი, 2003.
დედოფალი ელისაბედ II და პრინცი ფილიპე მათი ქორწინების იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ვესტმინსტერის სააბატოში, ლონდონი, 2007 წლის ნოემბერი.
დედოფალი მისი ბიუსტის გახსნისას, ლონდონი, 2009 წლის ოქტომბერი.
დედოფალი თავის უფროს ვაჟ და მემკვიდრე, პრინც ჩარლზთან ერთად. 2009.
დედოფალი ელისაბედ II გვირგვინით ამკობს ნიუ იორკში 11 სექტემბერს მომხდარი ტერორისტული აქტების ადგილს.
დედოფალი და მისი მეუღლე, პრინცი ფილიპე პარლამენტის გახსნის ცერემონიას ესწრებიან, 2010 წლის მაისი.
ელისაბედი და ფილიპე გრენადერთა გვარდიასთნ ერთად ოფიციალური ფოტოსთვის პოზირებენ. 2010.
დედოფალი ხვდება რომის კათოლიკური ეკლესიის ახალ მეთაურს, პაპ ბენედიქტე მე16-ეს. 2010 წლის სექტემბერი.
ბაკინგემის სასახლის წინ ცხენოსანი პოლიციელები პატრულირებენ , 2011 წლის 16 მაისს. ირლანდიელმა მებრძოლებმა დედოფლის ირლანდიაში ვიზიტის წინ განაცხადეს, რომ ლონდონში ბომბს ააფეთებდნენ.
დედოფალი ირლანდიის პრეზიდენტის რეზიდენციას ესტუმრა ამ ქვეყენაში ისტორიული ვიზიტისას. ეს ქვეყნის მეთაურის პირველი ვიზიტი იყო ირლანდიის რესპუბლიკაში, რომელმაც ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა 1922 წელს მოიპოვა.
მალალა იუსუფზაი დედოფალს თავის წიგნს გადასცემს, ლონდონი, 18 ოქტომბერი, 2013.
დედოფალი ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის ხდება ბაკინგემის სასახლეში, 30 ოქტომბერი, 2013.
2-ფუნტიანი მონეტა დედოფლის გამოსახულებით. ეს დედოფალ ელისაბედის მეხუთე პორტრეტია, რომელიც მონეტაზე გამოსახეს.
დედოფალი ელისაბედი და ტერეზა მეი ბაკინგემის სასახლეში აუდიენციის დასაწყისში, რომლის დროსაც დედოფალმა მას პრემიერ-მინისტრობა შესთავაზა. 13 ივლისი, 2016.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, პირველი ლედი მელანია ტრამპი და დედოფალი ელისაბედი ბაკინგემის სასახლეში, 3 ივნისი, 2019.
დედოფალი ელისაბედი კონსერვატიული პარტიის ახალარჩეულ ლიდერს, ბორის ჯონსონს ხვდება, 24 ივლისი, 2019.
14 წლის პონიზე ამხედრებული დედოფალი ელისაბედი უინძორის პარკში.
შოტლანდიის ქრეთის სკოლის მოსწავლეები დედოფალს მისალოც ბარათებს გადასცემენ, 1 ოქტომბერი, 2021.
დედოფლის შვილისშვილის შვილი, პრინცი ლუისი ყურებზე ხელებს იფარებს ბაკინგემის სასახლის აივანზე, მონარქის ტახტზე ყოფნის 70 წლის აღსანიშნავი ღონისძიებებისას.
დედოფალი ელისაბედ II ტემზის ჰოსპისის ახალი შენობის გახსნისას, 15 ივლისი, 2022.
დედოფალი ხვდება ლიზ ტრასს, კონსერვატიული პარტიის ახალარჩეულ ლიდერს, რათა მას პრემიერ-მინისტრობა შესთავაზოს, ბალმორალის სასახლე, შოტლანდია, 6 სექტემბერი, 2022.