ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა ირანულ კომპანია „საფირანს“, რომელსაც ამერიკული მხარის ინფორმაციით, კავშირი აქვს რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდებასთან. აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს თანახმად, ეს კომპანია კოორდინაციას უწევდა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მიერ ირანული უპილოტო საფრენი აპარატების, დამატებითი დანადგარების და თანმხლები პირების ტრანსპორტირებას.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალები ირანული უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებას უკრაინის წინააღმდეგ ომში აპირებენ. აშშ-მ სანქციები დაუწესა აპარატების მწარმოებელ სამ ირანულ კომპანიასაც, რაც ნიშნავს, რომ შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მათი ყველა აქტივი გაიყინება და ქვეყნის მოქალაქეებს აეკრძალება სანქცირებულ კომპანიებთან რაიმე სახის გარიგება. აშშ-ს ფინანსთა სამინისტრო არაირანულ და არარუსულ იურიდიულ პირებსაც აფრთხილებს, რომ ხელი არ უნდა შეუწყონ რუსეთისთვის ირანული უპილოტო საფრენი აპარატების და სხვა სამხედრო ტექნიკის გადაცემას.
ასევე ნახეთ WP: ირანმა რუსეთს გაუგზავნა უპილოტო საფრენი აპარატების პირველი პარტიაამერიკული მედიით, აგვისტოში გავრცელდა ცნობები, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის ირანისგან შეიძინა უპილოტო საფრენი აპარატები. მოგვიანებით ეს დაადასტურა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამაც.