ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის „სალჩომ“ რუსეთისვთის ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის გადაცემასთან დაკავშირებით შეთანხმების ტექსტი გამოაქვეყნა.
„შეთანხმება რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემის და მისი გამოყენების წესის შესახებ“ გამოქვეყნებულია რუსულ და აფხაზურ ენებზე.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადასაცემი „ობიექტი“ მოიცავს მოძრავ და უძრავ ქონებას (მიწის ნაკვეთებისა და ზღვის ტერიტორიის ნაწილის გარდა). აფხაზური მხარე მას რუსეთს შეთანხმების ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში უსასყიდლოდ გადასცემს.
ასევე ნახეთ ბჟანია ბიჭვინთაზე: მიწის რაიმე ფორმით გასხვისებაზე ლაპარაკიც ზედმეტიარუსეთის მხარეს 49 წლის ვადით, ყოველწლიურად 1 რუბლის საფასურად გადაეცემა მიწის ნაკვეთები, მასზე დამაგრებული ობიექტით და ობიექტის მიმდებარე ზღვის აკვატორიის მონაკვეთით.
არენდით გადაცმულ მიწის ნაკვეთებზე, მოსკოვს აფხაზურ მხარესთან შეთანხმებით კაპიტალური მშენებლობის წარმოების უფლება აქვს, შენობა-ნაგებობებსა და ობიექტებზე საკუთრების უფლებაც რუსეთის მხარის იქნება.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსული მხარე ობიექტს, მიწის ნაკვეთებს და ზღვის აკვატორიის მონაკვეთს სახელმწიფო დაცვას დაქვემდებარებული პირების მონაწილეობით სახელმწიფო ღონისძიებების ჩასატარებლად და ასევე მათ დასასვენებლად გამოიყენებს.
„ობიექტის ექსპლუატაცია არ უნდა განხორციელდეს აფხაზეთის სუვერენიტეტის, უსაფრთხოების, პოლიტიკური, სამხედრო, სამეცნიერო, ტექნიკური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ინტერესების საზიანოდ“,- ნათქვამია ხელშეკრულებაში.
ასევე ნახეთ რუსეთს მოუწოდეს გაიწვიოს "ბიჭვინთის" აგარაკის გადაცემის შეთანხმებაზე ხელმოწერამხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულება იდება 49 წლის ვადით და ავტომატურად გაგრძელდება კიდევ 15 წლით, თუ ერთი მხარე მეორეს წერილობით არ აცნობებს მისი შეწყვეტის შესახებ, ვადის ამოწურვამდე მინიმუმ 6 თვით ადრე. ხელშეკრულების შეწყვეტა ამ შემთხვევაში არ გამოიწვევს უძრავ- მოძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების შეწყვეტას.
დოკუმენტს ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის კომპლექსის რუსეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ 2022 წლის 19 იანვარს მოსკოვში მოეწერა ხელი. შეთანხმებას ოკურებული აფხაზეთის „პარლამენტის“ მიერ რატიფიცირება სჭირდება.
შეთანხმების საგანს წარმოადგენს ბიჭვინთაში არსებული ყოფილი სახელმწიფო აგარაკის მე-8, მე-9 და მე-10 კომპლექსების, ასევე კაგებეს მე-9 სამმართველოს განკარგულებაში მყოფი სამხედრო ქალაქის რუსეთისთვის გადაცემის საკითხი.
ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს ბიჭვინთის ნაკრძალის 186 ჰექტარი მიწის 49 წლით იჯარით და მასთან ერთად, ამ მიწის მიმდებარედ საზღვაო სივრცის, 115 ჰექტარი ფართობის გადაცემის საკითხსაც.
აფხაზური ოპოზიციის და საზოგადოების წამომადგებლები მიიჩნევენ, რომ დოკუმენტი „საკანონმდებლო ორგანოდან“ უნდა გაიწვიონ.