ანა ფოტიგა: პუტინი ჩვეულებრივი ომის დამნაშავეა! რატომ გვინდა მასთან მოლაპარაკება?

ევროპული პარლამენტის პოლონელი წევრი ანა ფოტიგა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და ამბობს, რომ უკრაინის კონფლიქტში საჭიროა დასავლეთის მეტი ჩართულობა:

„ამჯერად, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია - იარაღი, იარაღი, იარაღი. და ასევე ჩართულობა. ყოფილა შემთხვევები, როცა ნატო, ეუთო შესულან სხვა ქვეყნებში, სხვა კონფლიქტებში. რატომ გვინდა პუტინთან მოლაპარაკება ასე ძალიან? ის ხომ ჩვეულებრივი ომის დამნაშავეა! ის უნდა დაისაჯოს“, - თქვა ფოტიგამ თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე.

5-6 სექტემბერს თბილისში საერთაშირისო კონფერენცია „დიდება უკრაინას!“ იმართება. ღონისძიების ორგანიზატორები და მასპინძლები არიან „მაკკეინის ინსტიტუტი“, „ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“.

თბილისის საერთაშორისო კონფერენცია უკვე მეექვსედ ტარდება და წელს ის ეძღვნება უკრაინას, დამოუკიდებელ ქვეყანაში რუსეთის შეჭრისა და საომარი აგრესიის ფონზე.