თბილისსა და მის შემოგარენში, 4 სექტემბერს, ხანძარს ერთდროულად სამი მიმართულებით ებრძვიან.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ „სახანძრო ჯგუფები მუშაობენ სამივე მიმართულებით - წყნეთში, წავკისსა და ნაფეტვრებში“.
დამატებითი ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.
თვითმხილველების ინფორმაციით, წყნეთის გზატკეცილზე ცეცხლი მოედო საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიას, კაკლების დასახლებისკენ გადასახვევთან.