შილდის მთებში ხანძრის ქრობის პროცესი განახლდა

სოფელი შილდა, სადაც მთებში ხანძარია

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მთებში ხანძრის ქრობის პროცესი განახლდა. ხანძარი ნახევრად ალპურ ზონაშია რის გამოც ადგილზე სახანძრო ტექნიკა ვერ მიდის.

ასევე ნახეთ შილდაში ხანძრის ქრობის პროცესში ორი ვერტმფრენი და თავდაცვის ძალები ჩაერთო

ცეცხლს აქრობენ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და თავდაცვის სამინისტროს ერთი ასეული.

როგორც ადგილზე მყოფი სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ამბობენ, რომ ცოტა ხანში ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვება სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენიც.

შილდის მთებში ხანძარი 1 სექტემბერს გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით ცეცხლის 10 მდე კერაა, რომელიც 20 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული.

უკვე რამდენიმე საათია ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა. კვამლი ვრცელდება სოფელ შილდაშიც.