ფოტო: პაკისტანის მომაკვდინებელი წყალდიდობა
ივნისში დაწყებულმა წვიმებმა პაკისტანში მილიონზე მეტი სახლი დაანგრია, მათ შორის პროვინცია ბელუჯისტანში.
ქალი ცდილობს ნივთები სახელდახელოდ აგებულ ქოხში შეიტანოს.
იმის გამო, რომ ხიდები და გზები წყალმა წაიღო, მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის რთულია მისწვდნენ და დაეხმარონ იმ 33 მილიონ ადამიანს, რომელიც სტიქიამ დააზარალა.
მშრალი მიწა უკვე ძნელად მოიძებნება. წყალდიდობისგან გადასარჩენად ხალხი შემაღლებულ ადგილს ეძებს.
„ადგილი აღარ დარჩა, სადაც თუნდაც საჭმელს მოვამზადებთ“, - უთხრა სააგენტო AFP-ის რიმშა ბიბიმ, სკოლის მოსწავლემ ცენტრალური პაკისტანიდან.
სტიქიის გამო მწვავედ დეფიციტური გახდა საკვებიც.
მუსონურმა წვიმამ წელს უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, კიდევ უფრო მეტის ცხოვრება კი უარესობისკენ შეცვალა.
მიუხედავად განვითარებული ქვეყნებისა, პაკისტანი სათბურის გაზების ძალიან მცირე რაოდენობას გამოყოფს, მაგრამ მაინც ძალიან ზარალდება.
„როდესაც ამ ნანგრევებს ასე თვალნათლივ ხედავ, ეს მართლაც მოქმედებს“, - უთხრა პაკისტანის კლიმატის მინისტრმა შელი რეჰმანმა სააგენტო AFP-ის.
„როდესაც წყლის ამოსატუმბები გავაგზავნეთ, გვკითხეს, სად უნდა გადავტუმბოთ წყალი? აქ ერთი დიდი ოკეანეა. ადგილი არ დარჩა, სადაც წყალს გადაასხამ“, - დასძინა შელი რეჰმანმა.
ქალი და ბავშვები თავშესაფარში.
წყალდიდობით დაზარალებულები თავიანთი კარვების წინ დგანან.