კელი დეგნანი: სახალხო დამცველის არჩევა ინკლუზიური პროცესი უნდა იყოს

კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მედიასთან საუბარში, შესაბამისი კითხვის პასუხად გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევის პროცესს და განაცხადა, რომ ამ უკიდურესად მნიშვნელოვან პროცესში აუცილებელია ჩაერთოს „რაც შეიძლება მეტი ხმა“ და პროცესი იყოს ინკლუზიური.

"სახალხო დამცველის შერჩევა უკიდურესად მნიშვნელოვანია, ეს საქართველოს პარლამენტისთვის უზარმაზარი შესაძლებლობაა წარმართოს ინკლუზიური პროცესი, ახლა არის დროს, რომ ჩართოს რაც შეიძლება მეტი შესაბამისი ხმა, და არა ის, რომ პროცესი იყოს დახურული და ექსკლუზიური. უნდა აღინიშნის, რომ წინა არჩევის პროცესი ძალიან კარგად იყო შეფასებული საერთაშორისო სააგენტოების მიერ. საქართველომ მიიღო მაღალი შეფასება, ვინაიდან პროცესი იყო ინკლუზიური, მოიცავდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, მოიცავდა ბევრ ხმას. თუ საქართველოს სურს შეინარჩუნოს მიღებული მაღალი შეფასება საერთაშორისო ადამიანის უფელბადამცველი ორგაზნიცების გლობალურ ალიანსში უნდა მისდიოს სართაშორისო საუკეთესო გამოცდილებას, პარიზის პრონციპებს, რომელიც საქართველომ ხუთი წლის წინ მიიღო",- განაცხადა კელი დეგნანმა.

ამ თვალსაზრით, აშშ-ის ელჩის განცხადებით, მნიშვნელოვანია პროცესში მონაწილე ყველა მხარის კონსენსუსზე დამყარებული კანდიდატის შერჩება. "ინკლუზიური პროცესი, რომელშიც ჩართულები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები და ამაში არ არის მისტიკა.",- განაცხადა კელი დეგნანმა.

"გვახსოვდეს, რომ სახალხო დამცველის მთავარი საქმიანობა საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვაა და რომელიც ითხოვს მიუკერძოებელ პირს, სათანადო კვალიფიკაციითა და ყველა მხარის აღიარებით არა მხოლოდ ერთი მხარის მიერ“, - განაცხადა კელი

მოქმედ სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას 5-წლიანი უფლებამოსილების ვადა 30 ნოემბერს ეწურება.

ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ საპარლამენტო უმრავლესობა არ წარადგენს სახალხო დამცველის კანდიდატურას, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ნებისმიერ პირს შეეძლება განაცხადის შეტანა სახალხო დამცველის კანდიდატობაზე. ცნობილი იყო, რომ ოპოზიციის ნაწილის პოზიცია, რომ ისინი მხარს დაუჭერდნენ სამოქალაქო სექტორის მიერ შერჩეულ კანდიდატურას.