დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით ადასტურებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების რამდენიმე ბრიგადამ 29 აგვისტოს, დილიდან გაზარდა ქვეყნის სამხრეთში, ფრონტის ხაზზე საარტილერიო შეტევების ინტენსივობა.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, 30 აგვისტოს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, დიდ მანძილზე უკრაინელების ზუსტი დარტყმები ხელს უშლის რუსეთის ძალების შევსებას, თუმცა, უკრაინის მიღწევის მასშტაბის დადასტურება ჯერჯერობით შეუძლებელია.
29 აგვისტოს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა დაჯგუფება „კახოვკამ“ განაცხადა, რომ ხერსონის ოლქში გაარღვიეს რუსეთის ჯარის თავდაცვის პირველი ხაზი. რუსეთის მიერ ხერსონი ოკუპირებულია 2022 წლის მარტიდან.
ასევე ნახეთ ზელენსკი: ომი ყირიმის და დონბასის ოკუპაციით დაიწყო და მათი განთავისუფლებით უნდა დასრულდეს29 აგვისტოს ღამით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებით, ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქებში სამი მიმართულებით სცადეს შეტევა, რომელიც წარუმატებელი იყო.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) შეფასებით, რუსეთი ცდილობს შეინარჩუნოს უკრაინაში "დიდი სამხედრო მიღწევების ფასადი".