საწვავის გაჟონვის გამო, აშშ-ის კოსმოსური სააგენტო NASA იძულებული გახდა, გადაედო მთვარეზე თავისი ახალი საცდელ რაკეტის გაშვება.
შემდგომი გაშვება სულ მცირე, 2 სექტემბრამდე არ მოხდება.
98 მეტრიანი "Space Launch System"-ის რაკეტის გაშვება 29 აგვისტოს დილით ადრე უნდა მომხდარიყო. ბორტზე სამი საცდელი მანეკენით მას უნდა განეხორციელებინა დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის გარშემო კაფსულის გაშვება.
გაფრენა, როცა ის განხორციელდება, დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ამერიკისთვის ასტრონავტების მთვარეზე დაბრუნების საქმეში, მის პირველ მცდელობაში მას შემდეგ, რაც 50 წლის წინ დასრულდა პროგრამა Apollo. NASA-ს იმედი აქვს, რომ ოთხ ასტრონავტს მთვარის გარშემო გაგზავნის 2024 წელს და იქ ადამიანებს უკვე 2025 წლისთვის გადასვამს. პროგრამა Artemis-ი NASA-ს გეგმის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს დააბრუნოს ადამიანები მთვარეზე, რაც, საბოლოოდ მარსზე სავარაუდო მოგზაურობის წინა ეტაპი იქნება.