თელეთში ტყეში გაჩენილ ხანძარს ამ დრომდე აქრობენ

ხანძარი თბილისი-რუსთავის გზატკეცილთან

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, თელეთში, შავნაბადასთან ტყის მასივში გაჩენილ ხანძარს ამ დრომდე აქრობენ, მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზაციის სამუშაოები. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ხანძარი რუსთავის გზატკეცილამდე ჩადის.

თბილისთან ახლოს, თელეთში ძლიერი ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. ცეცხლი ტყის მასივს მოედო, იყო ძლიერი დაკვამლიანება. დღის განმავლობაში, ქრობის პროცესში ჩაერთო ავიაცია.

ასევე ნახეთ თელეთში, ტყის მასივში ხანძარია