თელეთში, ტყის მასივში ხანძარია

ხანძარი თელეთში

თბილისთან ახლოს, თელეთში, შავნაბადასთან ხანძარია, ცეცხლი ტყის მასივში და მინდვრებზეა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "რადიო თავისუფლებას" უთხრეს, რომ ადგილზე არიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს ცეცხლის სალოკალიზაციო სამუშაოები. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია ავიაცია.