ძამას ხეობაში ხანძარია, დაიწვა რამდენიმე სახლი

კადრი "მთავარი არხის" ვიდეოსიუჟეტიდან

ქარელის მუნიციპალიტეტში, ძამას ხეობაში ხანძარია. მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ცეცხლი სახლებზეც გავრცელდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "რადიო თავისუფლებას" უთხრეს, რომ ადგილზე არიან მეხანძრე მაშველები და მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზაცია.

ხანძრის გავრცელების ფართობსა და სხვა დეტალებზე უწყებაში ჯერ ინფორმაცია არ აქვთ.

ასევე ნახეთ ბორჯომში ხანძრის ქრობის პროცესი გრძელდება, სამინისტროს ცნობით, ძირითადი კერები ლიკვიდირებულია