უკრაინის არმია განაგრძობს რუსეთის შეტევების მოგერიებას დონბასის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ ბახმუტში. რუსეთის ძალები ქალაქში შეღწევას ცდილობენ, დონბასის რეგიონზე კონტროლის გაფართოების მიზნით.
ბახმუტი რუსეთის არმიის ფოკუსში მოექცა მას მერე, რაც მათ კვირების წინ სევეროდონეცკი და ლისიჩანსკი დაიკავეს. ქალაქს, რომელშიც უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებულ შეჭრამდე 70 000-მდე მოსახლე ცხოვრობდა, 27 აგვისტოს ისევ გაუხსნეს ცეცხლი, ისევე, როგორც ახლოს მდებარე ქალაქებს, სოლედარსა და ზაიცევოს - იუწყება უკრაინის არმია.
ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინამ შეაჩერა რუსეთის წინსვლა კიდევ ორ მნიშვნელოვან ქალაქზე, სლოვიანსკსა და კრამატორსკზე.
უკრაინის არმია ასევე იუწყება, რომ მისი ძალები პოზიციებს ინარჩუნებენ ქვანახშირის მაწარმოებელ ქალაქ ავდეევკაზე და მათ შეძლეს რუსეთის შეტევის მოგერიება, საარტილერიო და საჰაერო თავდასხმების მიუხედავად.