დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გამოსვლაში მოლდოვის პრეზიდენტმა დაგმო რუსეთის ქმედებები

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე კიშინიოვში, 27 აგვისტო, 2022

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობის 31-ე წლისთავისადმი მიძღვნილ გამოსვლაში დაგმო უკრაინაში რუსეთის შეჭრა და გამოვიდა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერი განცხადებებით.

"უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უსამართლო ომი მკაფიოდ გვაჩვენებს თავისუფლების ფასს" - უთხრა სანდუმ 27 აგვისტოს თავის თანამოქალაქეებს კიშინიოვში, ეროვნული საბჭოს მოედანზე და დასძინა: "ეს ომი დასრულდებს და ჩვენ შევძლებთ ამ კრიზისებიდან გავიდეთ უფრო გაძლიერებულები". სანდუსთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პრემიერ-მინისტრი ნატალია გავრილიტა და პარლამენტის სპიკერი, იგორ გროსუ.

მოლდოვას, რომელიც ევროპის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანაა, გრძელი საზღვარი აქვს უკრაინასთან და ომის დაწყების მერე მას თავი ასი ათასობით უკრაინელმა შეაფარა. რუსეთს 1500-მდე სამხედრო ჰყავს განთავსებული მოლდოვის სეპარატისტულ, მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ დნესტრისპირეთის რეგიონში.

სანდუმ, რომელიც პროდასავლური ორიენტაციით გამოირჩევა, განათლება აშშ-ში აქვს მიღებული და უწინ მსოფლიო ბანკში მუშაობდა, დამოუკიდებლობის დღის სიტყვაში ასევე თქვა: "წელს მოლდოვა გახდა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა. მოლდოვა მხოლოდ ევროპული ქვეყნების ოჯახში შეძლებს იყოს რეალურად ძლიერი და დაიცვას თავისი მოქალაქეები".