25-მდე გაიზარდა სარკინიგზო სადგურ ჩაპლინოზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

სარკინიგზო სადგური ჩაპლინო

დნეპროპეტროვსკის ოლქის სარკინიგზო სადგურ ჩაპლინოზე 24 აგვისტოს რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, კირილ ტიმოშენკომ განაცხადა.

მისი სიტყვებით, დაღუპულებს შორის ერთი 11 წლის ბავშვია, რომელიც შენობის ნანგრევებში მოყვა, კიდევ ერთი 6 წლის ბავშვი კი, სარკინიგზო სადგურის მიმდებარედ გაჩენილი ხანძრის გამო ავტომობილში დაიღუპა.

უკანასკნელი მონაცემებით, დაშავებულია 31 ადამიანი.

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის სარკინიგზო სადგურ ჩაპლინოზე რუსეთის არმიის იერიშს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ტვიტერზე გამოეხმაურა და თავდასხმას სიმხეცე უწოდა.

ასევე ნახეთ სიმხეცე უწოდა ბლინკენმა სარკინიგზო სადგურ ჩაპლინოზე რუსეთის არმიის იერიშს