საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
"დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ უკრაინას! ომის ამ მძიმე პერიოდში უკრაინასა და უკრაინელ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებთ!", - წერს ღარიბაშვილი ტვიტერზე.
24 აგვისტო უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა. დღეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ ხალხს მოუწოდა, რუსეთის მხრიდან სარაკეტო თავდასხმებისა და პროვოკაციების გაზრდილი საფრთხის გამო განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ.