თბილისის ქუჩებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგო პლაკატები გამოჩნდა, რომლებზეც ყოფილ პრეზიდენტთან, პატიმარ მიხეილ სააკაშვილთან ერთად, გამოსახული არიან ყოფილი მინისტრები, დიმიტრი შაშკინი, დავით კეზრაშვილი, ბაჩო ახალაია და "ანტიკორუფციული მოძრაობის წევრები", ლევან ხაბეიშვილი და ლაშა ფარულავა.
"ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგო პოსტერები, რომლებზეც პარტიის წევრები არიან ხოლმე სისხლიან ფონზე გამოხატული, ქუჩებში ძირითადად წინასაარჩევნო პერიოდში ჩნდება.
ბოლოს თბილისის ქუჩებში ოპოზიციის საწინააღმდეგო, სიძულვილის ენის შემცველი ბანერები 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე გამოფინეს. 17 სექტემბრის ღამით გამოკრულ ბილბორდებზე ეწერა ტექსტი: “არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!”.
ასევე ნახეთ აუდიტის სამსახურმა დაიწყო "სისხლიანი ბანერების" განთავსებისთვის გაწეული ხარჯის შესწავლა