30 წლის მანძილზე ბევრი რამ შეიცვალა, მოლაპარაკებები საბოლოოდ ჩიხში შევიდა, მაგრამ მთავრობის მეთაურების განცხადებებიდან ოპტიმიზმი მაინც არსად გამქრალა.
აფხაზეთის ომი დაიწყო 1992 წლის 14 აგვისტოს, დილის 7 საათზე, საქართველოს თავდაცვის ძალების კოლონის სოხუმში შესვლით.
13 თვის მანძილზე, ორივე მხარეს ათასობით ადამიანი დაიღუპა. ომს გამოექცა 200 ათასზე მეტი ეთნიკური ქართველი.
წელს ტრაგიკულ მოვლენებს 30 წელი უსრულდება. ამ ხნის მანძილზე ვითარდებოდა საქართველოს ლიდერების ენა, მათ მიერ გამოყენებული ეპითეტები, ის, თუ როგორ აფასებდნენ საქართველოს მიერ დაშვებულ შეცდომებს.
აი, კონფლიქტის დარეგულირების მხრივ კი არაფერი იცვლებოდა. სამაგიეროდ, პოლიტიკოსები ჯიუტად იმეორებდნენ, რომ მალე ყველაფერი მოგვარდება, ქართველები და აფხაზები კი მშვიდობიანად შეძლებენ თანაარსებობას.
ფოტოგალერეაში თქვენთვის მოვაგროვეთ 30 განცხადება, რომლებიც ამ ხნის მანძილზე საქართველოს ლიდერებმა გააკეთეს.