სიყვარული ჟამიანობის დროს

რადიო თავისუფლების პოდკასტი „წიგნები“ რუბრიკით „ნორვეგიული წიგნის კლუბი“ გთავაზობთ საუბარს გაბრიელ გარსია მარკესის 1985 წელს გამოცემულ რომანზე „სიყვარული ჟამიანობის დროს“. რომანის მთავარი გმირები არიან ტელეგრაფისტი ფლორენტინო არისა და ფერმინა დასა. მათ ერთმანეთი ახალგაზრდობაში უყვარდებათ. საიდუმლოდ ურთიერთობაში შეყვარებულებს ფერმინას დეიდა ეხმარებათ. ფლორენტინომ და ფერმინამ ერთმანეთს რამდენიმე სასიყვარულო წერილი მისწერეს, თუმცა, ერთხელაც ფერმინას მამა, ლორენცო დასა, შეიტყობს მათ შესახებ და ქალიშვილს მოსთხოვს დაუყოვნებლივ გაწყვიტოს ფლორენტინოსთან ურთიერთობა. ამ სიყვარულს პერსპექტივა არ აღმოაჩნდა ფერმინას მამის პოზიციის გამო. მოგვიანებით, ფერმინა ცოლად მიჰყვება ახალგაზრდა ექიმ ხუვენალ ურბინოს. უიღბლო შეყვარებული ფლორენტინო დებს ერთგულების ფიცს და ელოდება მას. სიყვარული ახალი ძალით იფეთქებს 50 წლის შემდეგ, როდესაც ფერმინა 73 წლისაა...